რბილი ავეჯის ხელოსანი
შპს „იმერი“ ეძებს გამოცდილ, საქმის მცოდნე და პასუხისმგებლიან ოსტატს რბილი ავეჯის წარმოების მიმართულებით.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
ანაზღაურება: გამომუშავებით (ტარიფზე შესაძლებელია ადგილზე გასაუბრება და შეთანხმება კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)
ძირითადი მოვალეობები:
- რბილი ავეჯის (დივნები, სავარძლები, საწოლები, პუფები) კარკასზე ღრუბლის (პარალონის) დაგება და ფორმირება;
- ქსოვილისა და ტყავის გადაკვრა/დაჭიმვა (ობივკა) ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით;
- რბილი ავეჯის მექანიზმებისა და ფურნიტურის აწყობა/მონტაჟი;
- ნახაზების, ესკიზებისა და ტექნიკური დავალების მიხედვით დეტალების ზუსტი დამუშავება;
- მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი და დეფექტების თავიდან აცილება;
- საამქროში სამუშაო იარაღებისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რბილი ავეჯის წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
- რბილი ავეჯის მასალების (ქსოვილი, ტყავი, ღრუბელი/პარალონი, ზამბარები) და ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა;
- პნევმატური და ელექტრო ხელსაწყოების (სტეპლერი, საჭრელი და სამონტაჟო იარაღები) პროფესიონალურ დონეზე ფლობა;
- ტექნიკური ნახაზებისა და ზომების ზუსტად წაკითხვის უნარი.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ხარისხის სტანდარტზე ორიენტაცია
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ორგანიზებული მიდგომა;
- სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე:
���� 599 74 00 48