ავეჯის კონსტრუქტორი
შპს „იმერი“ აცხადებს ვაკანსიას ავეჯის კონსტრუქტორის (დამპროექტებლის) პოზიციაზე.
ვეძებთ საქმის მცოდნე და ყურადღებიან სპეციალისტს, რომელიც დიზაინის მიხედვით მოამზადებს ავეჯის ზუსტ ტექნიკურ ნახაზებსა და საწარმოო დეტალიზაციას.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით, შესაძლებელია ადგილზე გასაუბრება)
რა გევალებათ:
- ავეჯის (სამზარეულოები, კარადები, საძინებლები და ინდივიდუალური შეკვეთები) კონსტრუირება და დაპროექტება;
- დიზაინერის ესკიზების მიხედვით სამუშაო ნახაზების, ჭრის რუკებისა და დეტალიზაციის მომზადება;
- საჭირო ფურნიტურის, მექანიზმებისა და მასალების ზუსტი გათვლა და სპეციფიკაციის შედგენა;
- საწარმოო საამქროსთან და ხელოსნებთან მჭიდრო კავშირი — პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა და კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე ზომების გადამოწმება და დაზუსტება.
რას ვითხოვთ:
- ავეჯის კონსტრუირების/დაპროექტების გამოცდილებას;
- ავეჯის მასალების, ფურნიტურისა და აწყობის ტექნოლოგიების კარგად ცოდნას;
- მილიმეტრულ სიზუსტეს, დეტალებზე ორიენტირებულობასა და პასუხისმგებლობას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
���� 595 003 256