შპს „იმერი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე „ოთხიანში“.
- ავეჯის სახლი „ოთხიანი“ ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს.
- სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გაყიდვების შედეგების მიხედვით)
- ძირითადი მოვალეობები:
- შოურუმში შემოსული მომხმარებლების მიღება, კონსულტაცია და პროდუქციის გაცნობა;
- მომხმარებლის მოთხოვნებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი ავეჯისა და დიზაინის გადაწყვეტილებების შერჩევა;
- შეკვეთების გაფორმება, მონაცემთა ბაზაში აღრიცხვა და გაყიდვების შემდგომი პროცესის მონიტორინგი (დამზადების, მიწოდებისა და მონტაჟის ვადების კონტროლი);
- სატელეფონო და ონლაინ არხებით (სოციალური ქსელები) შემოსულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
- შოურუმში არსებული პროდუქციის ვიზუალური სტანდარტებისა და წესრიგის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (განიხილებიან კანდიდატები სამუშაო გამოცდილების გარეშეც — კომპანია უზრუნველყოფს ადგილზე შესწავლასა და მომზადებას)
- გამართული და თავაზიანი ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- სწრაფად ათვისებისა და სიახლეების სწავლის მზაობა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ორგანიზებული მიდგომა;
- გუნდური მუშაობის უნარი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
- ცვალებად და დინამიკურ გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი.